ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა.
არჩევნებში პრეზიდენტობის 5 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევანი უკვე დააფიქსირა ლუკაშენკომ, რომელიც კვლავ ქვეყნის სათავეში მოსვლას აპირებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ბელარუსის არჩევნებს ყალბსა და არალეგიტიმურს უწოდებს.