აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, "მექსიკის ყურეს" სახელი გადაარქვეს და მას "ამერიკის ყურე" დაარქვეს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ცვლილების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა პარასკევს გაავრცელა.
შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა პრესრელიზში განაცხადა, რომ სახელის შეცვლა, "ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების შესანიშნავი მემკვიდრეობა და უზრუნველყოს, რომ ამერიკელების მომავალი თაობები პატივს სცემენ მისი გმირების მემკვიდრეობას და ისტორიულ ფასეულობებს".
ამასთან, ტრამპის განკარგულების შესაბამისად, ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, რომელიც ალასკაში მდებარეობს "დენალის" სახელი შეეცვალა და კვლავ მთა "მაკკინლის" სახელს ატარებს.