ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თელ-ავივის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
მათი მთავარი მოთხოვნა ყველა ისრაელელი მძევლის ქვეყანაში დაბრუნებაა.
გუშინ, "ჰამასმა" ისრაელს 3 მძევალი გადასცა, სანაცვლოდ კი ღაზას სექტორში ისრაელის მიერ დაკავებული 200 პირი დაბრუნდა.