აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი პირველი ოფიციალური ვიზიტთ პანამაში ჩავა. Politico-ს ინფორმაციით, ვიზიტი მომდევნო კვირას შედგება.
გამოცემა წერს, რომ განხილვის საგანი იქნება შეერთებული შტატების მხრიდან კონტროლის აღდგენა პანამის არხზე და არალეგალური მიგრაციის შემცირება.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა პანამის არხის დაკავებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო იანვრის ბოლოს, პანამასთან ერთად, გუატემალას, სან-სალვადორს, კოსტა-რიკას და დომინიკანის რესპუბლიკასაც ეწვევა.