14 აგვისტო 2026,   01:18
ვრცლად
რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაცია არასდროს არის გვიანი, ვინაიდან მაღალია ალბათობა, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება მძიმედ წარიმართოს - ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსის მომატებულ შემთხვევებზე

ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს გრიპის შემთხვევები. ვირუსული ინფექციების გავრცელებასა და სტატისტიკაზე დღეს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, იანვარში მკვეთრი მატებაა.

"ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის, გრიპი წარმოადგენს ყველაზე მძიმე ვირუსს თავისი მიმდინარეობის თავისებურების გათვალისწინებით, გართულებების რისკის გათვალისწინებით, ჰოსპიტალიზაციის რისკის გათვალისწინებით.

"აქვს თუ არა აზრი ახლა ამ ვაქცინის გაკეთებას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე არის იდეალური პერიოდი ვაქცინაციისთვის. მაგრამ როდესაც საქმე რისკ-ჯგუფებს ეხება, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაცია არასდროს გვიანი არ არის, ვინაიდან მოსახლეობის ამ ფენას აქვს მაღალი ალბათობა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარების, საავადმყოფოში მოხვედრის. რისკი-ჯგუფები არიან ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მათთვის ახლაც ვაქცინაციის ჩატარებას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები