ტაილანდში, ნონგ ბუა ლამფუს პროვინციაში გამართულ კარნავალზე, ფეიერვერკებით შეშინებულმა სპილომ 5 ადამიანი გადათელა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანის დაშავება დაადასტურა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები მედიაში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ შეშინებული სპილო გარბის და მოქალაქეებს თელავს, მათ შორის, ბავშვებსაც.
მას შემდეგ, რაც სპილომ მოქალაქეები გადათელა, ფესტივალზე გაშლილ კარვებში შევარდა და ინვენტარი დააზიანა.