22 ივნისი 2026,   08:36
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 130-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის რეგიონებში რუსეთის თავდასხმის საშიშროების გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქვეყნის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 130-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მედიაში იწერება, რომ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სამი სოფელი დაიკავეს. კიევი უკვე დატოვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა - ამ რანგში კირ სტარმერის პირველი ვიზიტის დროს, 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

საუბარია თავდაცვის და სხვა სფეროებში გრძელვადიან პარტნიორობაზე. ცნობისთვის, უკრაინა ბრიტანეთისგან წელს "გრეივ ჰაკის" ტიპის 15 საჰაერო თავდაცვის კომპლექსს მიიღებს.

დღის ამბები