აშშ-ში, კოლორადოში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 57 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც თხილამურებით სრიალებდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს თან სპეციალური აღჭურვილობა და ზვავისგან თავდაცვის დანადგარები ჰქონდა, თვითგადარჩენა ვერ შეძლო, რადგან თოვლის დიდი მასის ქვეშ მოჰყვა. მაშველების განცხადებით, მამაკაცი დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე იყო თოვლში ჩამარხული.
57 წლის მამაკაცი თოვლის ქვეშ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ის საკუთარმა მეუღლემ იპოვა. მაშველებსაც მეუღლე დაუკავშირდა, რადგან მამაკაცმა დაიგვიანა.