21 ივნისი 2026,   16:07
ვრცლად
"აშშ-ის ინტერესია, ნატოელ მოკავშირეებს უკეთესი თავდაცვისუნარიანობა ჰქონდეთ - ნატოელ მოკავშირეებს უნდა შეეძლოთ თავისი რეგიონის დაცვა" - მარკო რუბიო

ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ინტერესია, ნატოელ მოკავშირეებს უკეთესი თავდაცვისუნარიანობა ჰქონდეთ.

რუბიო ხაზს უსვამს, რომ "შტატებისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს არა მხოლოდ თავდაცვითი მოკავშირეები, არამედ - ქმედუნარიანი მოკავშირეები", რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი რეგიონის დაცვა.

"ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია, რომ ნატოელ მოკავშირეებს უკეთესი თავდაცვისუნარიანობა ჰქონდეთ. ის, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ამერიკას ნატოში - წამყვანი თუ მეორეხარისხოვანი, ლეგიტიმური შეკითხვაა. ნატოელ მოკავშირეებს უნდა შეეძლოთ თავისი რეგიონის დაცვა", - აცხადებს რუბიო. 

დღის ამბები