21 ივნისი 2026,   15:07
ვრცლად
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრუნო ლობომ ბრაზილიაში ქალი დახრჩობას გადაარჩინა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა კეიტსერფინგში, ბრუნო ლობომ ქალი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს და სპორტსმენის მიერ გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

სპორტსმენი ბრაზილიის სან-ლუისის სანაპიროსთან კეიტსერფინგში ვარჯიშობდა, როდესაც ქალის ყვირილის ხმა გაიგო.

სპორტსმენმა ქალს საკუთარი დაფა დაუთმო და ნაპირზე გაიყვანა, სადაც მას მეგობრები ელოდებოდნენ.

სპორტსმენის განცხადებით, მან საკუთარი ვალი მოიხადა. "მე საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი",- განაცხადა ლობომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ლობომ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ზღვა საშიშია და მოქცევის დროს შეიძლება ადამიანები წყალმა გაიტაცოს.

დღის ამბები