21 ივნისი 2026,   18:23
ვრცლად
ბრაზილიაში მეწყერს მსხვერპლი მოყვა - დაიღუპა 7 ადამიანი

ბრაზილიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. კოკისპირული წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მიწის მასამ სულ მცირე 7 ადამიანი შეიწირა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მინას-ჟეირასის შტატში მოხდა.

შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ დაკარგულების პოვნას, უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ეწყობა თავშესაფრები.

დღის ამბები