სეულის საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი.
იუნ სოკ იოლი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ექსპრეზიდენტი არც დაკითხვაზე გამოცხადებულა, რაც იოლისთვის აჯანყებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავების ორდერის გაცემის საფუძველი გახდა.
დაკავების ორდერი ძალაშია 6 იანვრამდე და, მისი აღსრულების შემდეგ, იოლი, სავარაუდოდ, სეულის დაკავების ცენტრში იქნება განთავსებული.
გამოძიება იუნ სუკ იოლის 3 დეკემბერს გამოცხადებულ საომარ მდგომარეობას ედავება, რასაც პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.