22 ივნისი 2026,   19:23
ვრცლად
Bloomberg - "უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაკარგეს და დანარჩენი ნაწილი რამდენიმე თვეში შეიძლება დაკარგონ"

უკრაინაში, გასულ ღამეს შეტევა იყო მიკოლაევის ოლქზე, შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმამ ბელგოროდის ოლქში დაზიანებები და ნგრევა გამოიწვია.

პარალელურად, "უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაკარგეს და დანარჩენი ნაწილი რამდენიმე თვეში შეიძლება დაკარგონ" - წერს სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე განიცდიან ცოცხალი ძალის ნაკლებობასა და გაურკვევლობას შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეებისგან იარაღის სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კურსკის ოლქში უკრაინულ ჯარებს წინააღმდეგობას უწევენ არა მხოლოდ რუსები, არამედ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიც.

დღის ამბები