როგორ გამოიყურება საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი - ფრანგული მედიის ცნობით, ახალი მთავრობის შემადგენლობას ფრანსუა ბაირუ უხელმძღვანელებს.
თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა, თავდაცვის ასევე ევროპის საკითხებში მინისტრმა, რომლებიც ემანუელ მაკრონთან დაახლოებული პირები არიან.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი ამჯერად იუსტიციის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.
მინისტრთა ახალ კაბინეტში შევიდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები, მანუელ ვალსი, რომელმაც ზღვისიქითა ტერიტორიების მინისტრის პოსტი დაიკავა, ელიზაბეტ ბორნმა კი - განათლების მინისტრის თანამდებობა.