01 სექტემბერი 2026,   21:29
ვრცლად
ვახტანგ გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდა. ჭოუ ციენმა შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას სამართალდაცვით სფეროში.

ვახტანგ გომელაურმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

დღის ამბები