პარტია "დროას" წევრი ნიკო ქვაცაბაია ადვოკატმა მოინახულა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქვაცაბაია დიღმის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ, სადაც უფლებადამცველი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. თავად ნიკო ქვაცაბაია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.