23 ივნისი 2026,   10:30
ვრცლად
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 190 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ჩრდილოეთით დაფიქსირდა რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-95"-ის აფრენა, რომელიც შესაძლოა ფრთოსანი რაკეტებით იყოს აღჭურვილი. ხარკოვში "შაჰედის" ტიპის დრონით იერიში განხორციელდა 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სულ 190 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 500 მილიონი დოლარის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო - სახელმწიფო მდივნის თქმით, პაკეტი საბრძოლო მასალას მოიცავს.

შტატებმა ასევე გამოაცხადა 440 მლიონ დოლარზე მეტის დახმარება უკრაინის ეკონომიკისთვის, რომელიც ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკის აღდგენასაც მოიცავს.

არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

 

დღის ამბები