ფილიპინებში, კანლაონის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ახლომდებარე სოფლებიდან დაახლოებით 87 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კუნძულ ნეგროსზე ვულკანის ამოფრქვევას ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საფრთხის დონე მაღალია და მოსალოდნელია, რომ შემდეგი ამოფრქვევა უფრო მასშტაბური იქნება.
ლავის ამოფრქვევის შედეგად, ცხელი ფერფლი დაახლოებით 200 კილომეტრის ფართობზე გაიფანტა, რაც ხილვადობას ზღუდავს და გადაადგილებას აფერხებს. ექსპერტების ცნობით, ვულკანის მიერ ამოფრქვეული გაზები და ფერფლი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ცნობით, კანლაონის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე ექვსი შიდა ფრენა და ერთი ფრენა სინგაპურში გაუქმდა, ხოლო ორი ადგილობრივი რეისი გადამისამართდა სხვა რეგიონში.