ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ოთხ სტუდენტს, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ განიხილა - მოსამართლის თქმით, შესაძლოა, განჩინება 48 საათში გასაჩივრდეს.
დაცვის მხარის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა.
საქმის პროკურორი პაატა ცეცხლაძე დაკავებულთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის თქმით, დანაშაულის ხელახლა განმეორების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე არსებობს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს 12:30 წუთზე გაიმართება.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.