22 ივნისი 2026,   19:35
ვრცლად
ძლიერი ტყის ხანძრები კალიფორნიაში - მალიბუში უმაღლესი, წითელი დონის განგაშია გამოცხადებული

ძლიერი ტყის ხანძრებია კალიფორნიაში - მალიბუში საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი. თავდაპირველად ცეცხლი ორ ჰექტარზე იყო გავრცელებული, თუმცა მხოლოდ ერთ ღამეში სტიქიამ 1000-ზე მეტი ჰექტარი მოიცვა.

ტყესთან ერთად განადგურებულია საცხოვრებელი სახლებიც. არავინ დაშავებულა.

მალიბუში უმაღლესი, წითელი დონის განგაშია გამოცხადებული.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ქარი შესუსტდება, რაც იმედს იძლევა, რომ ცეცხლის ჩაქრობა შესაძლებელი გახდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

დღის ამბები