22 ივნისი 2026,   19:28
ვრცლად
საფეხბურთო მატჩზე მომხდარი ჭყლეტის დროს 56 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა გვინეაში მოხდა

გვინეაში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჭყლეტა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნზერეკორში მოხდა. ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაწყებულია. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ნანობს ლაბესა და ნზერეკორეს საფეხბურთო გუნდების მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო, რომელსაც მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

დღის ამბები