უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ვიქტორ ორბანი წერს, შეხვედრა მარალაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მომავალი დაიწყო", – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, დონალდ ტრამპის გარდა, ილონ მასკსა და მაიკლ უოლცსაც შეხვდა.
მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპმა სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა, ხოლო მაიკლ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის პოზიციაზე განიხილება.