28 აგვისტო 2026,   10:59
ვრცლად
სემეკი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებული პირებისთვის,  განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს აცნობებს, რომ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს.

"ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების" შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კვტ-ს. ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების სისტემის ოპერატორის წინა წლის პიკური დატვირთვის 14 %.   

"ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების" მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია 12%-იანი დატვირთვის ზღვრის გადაჭარბების შესახებ აცნობოს კომისიას.

წესების შესაბამისად, სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2024 წლის 5 დეკემბერს კომისიაში წარადგინა ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული და მიღებული განაცხადების თაობაზე. კომპანიის ინფორმაციის შესაბამისად, ამჟამად, სს "ენერგო პრო ჯორჯიას" ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 81 მგვტ-ს, ხოლო მიღებული განაცხადების სიმძლავრე (განხილვის ეტაპზე არსებული) 29.5 მგვტ-ია.

 

(R)

დღის ამბები