22 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღით ადრე, პირველი ტურის შედეგები გააუქმა. როგორც Politico წერს, მიზეზი "რუსეთის გავლენის შიშია".

გამოცემის ცნობითვე, გაუქმებას წინ უძღოდა ქვეყნის უშიშროების სამსახურის მხრიდან გაფრთხილება, რომ პროცესში შეინიშნებოდა "მასობრივი რუსული სტილის გავლენა ულტრამემარჯვენე კანდიდატის სასარგებლოდ".

"ულტრანაციონალისტი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ, ორი კვირის წინ, არჩევნების პირველი ტურის მოსაგებად, არსაიდან მოვიდა", - წერს Politico. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჯეორჯესკუს საარჩევნო კამპანია, რომელიც TikTok-ის საშუალებით აწარმოა, ჰგავდა კრემლის მიერ უკრაინასა და რუსეთში მართულ ოპერაციებს.

არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს იყო ჩანიშნული, მაგრამ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი საარჩევნო პროცესი და, შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ხელახლა უნდა წარიმართოს.

დღის ამბები