მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს განცხადებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში - "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ მოცემულ ვითარებაში აღარ არსებობს პოლიტიკური გამყოფი ხაზები, მთავარი საზოგადოებაა და პოლიტიკოსები მათი თანამებრძოლები არიან.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები არ უკვირთ, რადგან ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს.
"სააკაშვილი არის ის კარიკატურა, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით კარგი იქნება. ამიტომ, მისი სასამართლო სხდომები ძალიან საინტერესო და გასართობია უკვე ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი არის თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე.
დღეს ერთვება სასამართლო სხდომებზე და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რითაც ჩვენს საზოგადოებას არ ავიწყდება სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი ბიოგრაფია“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.