01 სექტემბერი 2026,   17:21
ვრცლად
"როდესაც მიდის პირდაპირი ეთერი ვიღაცა გამოვა სახეზე აფარებული ნიღბით და ლანძღავს "ნაციონალურ მოძრაობას", აგინებს მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ჩვეულებრივი დადგმული სპექტაკლები" - კახა კალაძე

როდესაც მიდის პირდაპირი ეთერი ვიღაცა გამოვა სახეზე აფარებული ნიღბით და ლანძღავს "ნაციონალურ მოძრაობას", აგინებს მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ჩვეულებრივი დადგმული სპექტაკლები - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს.

"ჩვენ აქციებზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, როდესაც მიდის პირდაპირი ეთერი ვიღაცა გამოვა სახეზე აფარებული ნიღბით და ლანძღავს "ნაციონალურ მოძრაობას", აგინებს მიხეილ სააკაშვილს და ვიღაც სხვა წარმომადგენლებს.

ეს არის ჩვეულებრივი დადგმული სპექტაკლები, უნდათ უბრალოდ ხალხს აჩვენონ, რომ თითქოს აქ პოლიტიკური პარტიები, "ნაციონალური მოძრაობა", ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, როდესაც იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დღეს დაშლილია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები