22 ივნისი 2026,   23:08
ვრცლად
ენტონი ბლინკენი: "საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ვინც ძირს უთხრის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს"

"საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ვინც ძირს უთხრის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს" - განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ და დამატებითი სანქციებისთვის ემზადება.

ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32-წლიან პერიოდზეც და აღნიშნავს, რომ "შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა".

მსგავს განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერიც. "ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს". - წერს მეთიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ზე.

დღის ამბები