ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნებიდან ოთხი დღე გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, ვინ დააკომპლექტებს უმრავლესობას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. ამის შესახებ the guardian წერს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ხალხმა არ იცის, გააკონტროლებენ თუ არა რესპუბლიკელები თეთრ სახლთან ერთად წარმომადგენელთა პალატასაც.
რესპუბლიკელებმა პროგრესს მიაღწიეს, თუმცა აშშ-ში კიდევ მოუწევთ ლოდინი საბოლოო შედეგების გარკვევამდე. შედეგები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცხადი.
შეერთებულ შტატებს შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღიანი ლოდინი მოუწიოს იმის გასარკვევად, თუ ვინ მოიგო პალატაში უპირატესობა. 2022 წელს, ამ პროცესს კვირაზე მეტი დრო დასჭირდა.