პაკისტანში რკინიგზის სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 53 ადამიანი - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,"რკინიგზის სადგურზე აფეთქება თვითმკვლელის ტერორისტული აქტი იყო".
პასუხისმგებლობა ტერაქტზე სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებამ - Baloch Liberation Army (BLA) აიღო.
აფეთქება ქალაქის მთავარი რკინიგზის სადგურის პლატფორმაზე მოხდა, მაშინ, როდესაც იქდიდი რაოდენობით მგზავრი იმყოფებოდა.
BLA პასუხისმგებელი იყო პაკისტანში მიმდინარე წლის ყველაზე სასიკვდილო თავდასხმებზე.