22 ივნისი 2026,   19:22
ვრცლად
პერუში სტადიონს მეხი დაეცა - 1 ფეხბურთელი დაიღუპა, არიან მძიმედ დაშავებულები

ფეხბურთის მატჩი მსხვერპლით - პერუში სტადიონს მეხი თამაშის დროს დაეცა.

მატჩი პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, კადრებში ჩანს, როგორ დაეცნენ  ფეხბურთელები მინდორზე ელვის შედეგად. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 სპორტსმენი, მათ მძიმე დამწვრობები აღენიშნებათ.

შემთხვევა ხუანკაიოში მოხდა. მეხის დაცემამდე საფეხურთო მატჩი ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როდესაც მოთამაშეები მინდორს ტოვებდნენ.

დღის ამბები