ქუთაისში, სავარაუდოდ, ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ტყეშელაშვილების ოჯახში ჩხრეკა დასრულდა. ზუგდიდის ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის ფარგლებში სახლიდან პირადი კომპიუტერები და პლანშეტი ამოიღეს.
მათი თქმით, კომპიუტერებში მათი კომპანიის საქმიანობის შესახებ არის ინფორმაცია. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ქოლცენტრებთან კავშირს და აცხადებენ, რომ ისინი საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობენ, მომხდარს კი მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირებენ. ვალერი ტყეშელაშვილი უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზეა თანახმა.
ვალერი ტყეშელაშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.