დღეიდან კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება. პროექტით, 2025 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ხარჯვითი ნაწილი 31 მილიარდ 200 მილიონია, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მეტია. პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ით არის დაგეგმილი.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ პენსიის ზრდა არსებული ტემპით გაგრძელდა, ის 1 000 ლარიან პენსიამდე 30 წლის შემდეგ ავა.
"საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა, 1 000 ლარიან პენსიას მიაღწევს მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 200 ლარით რომ პენსია გაიზარდოს ამ ტემპით - უნდა 10 წელიწადი. ძალიან დამამცირებელია ეს პენსიონერებისთვის," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.