მარკ ცუკერბერგი შტატების ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. "მეტას" დამფუძნებელმა წარმომადგენელთა პალატას ვრცელი წერილი მისწერა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა "არაერთხელ მოახდინეს ზეწოლა" მეტაზე.
"2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის თეთრი სახლიდან, თვეების მანძილზე განმეორებით ახდენდნენ ჩვენზე ზეწოლას "კოვიდ 19-ის" კონტენტის ცენზურის მიზნით. ეს, მათ შორის, ეხებოდა იუმორისტულ და სატირულ კონტენტს. მათ გამოხატეს დიდი იმედგაცრუება ჩვენს გუნდთან, როდესაც ამას არ დავთანხმდით. ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან ამგვარი ზეწოლა არასწორი იყო და ვნანობ, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრეთ. როგორც მაშინ ჩემს გუნდს ვუთხარი, მტკიცედ ვფიქრობ, რომ ჩვენი კონტენტის სტანდარტები არ უნდა ვცვალოთ რომელიმე ადმინისტრაციის ზეწოლის გამო, რა მიმართულებისაც არ უნდა იყოს ის და ჩვენ მზად ვართ განმეორების შემთხვევაში ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ.
განცალკევებული შემთხვევა იყო, როდესაც 2020 წლის არჩევნების წინ FBI-იმ პოტენციური რუსული დეზინფორმაციის შესახებ გაგვაფრთხილა, ბაიდენის ოჯახისა და "ბურისმა-ს" შესახებ. შემოდგომაზე, "ნიუ იორკ პოსტმა" იმ დროისათვის დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ კორუფციულ ბრალდებებზე სტატია გამოაქვეყნა. ფაქტების გადამოწმებას შევუდექით და ამ დროის მანძილზე საკითხი დავაქვეითეთ. ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო რუსული დეზინფორმაცია და რეტროსპექტივაში გამოჩნდა, რომ ეს ამბავი არ უნდა დაგვექვეითებინა.
ჩვენ შევცვალეთ ჩვენი მიდგომები, რომ ეს აღარ განმეორდეს და გადამოწმების მოლოდინში ასე აღარ ვიქცევით. ჩემი მიზანია, ვიყო ნეიტრალური და არავის თამაში არ ვითამაშო, ან სულაც არ დავტოვო ასეთი შთაბეჭდილება. ასე რომ ამ საარჩევნო ციკლისას მე აღარ ვაპირებ მსგავსი კონტრიბუციის განხორციელებას", - წერია Meta-ს განცხადებაში.