23 ივნისი 2026,   22:52
ვრცლად
"ვერ აღკვეთა აპლიკაციის გამოყენება ფულის გასათეთრებლად, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და პედოფილური შინაარსის მასალის გაზიარებისთვის" - რატომ დააკავეს Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი

რა ბრალდებით დააკავეს აპლიკაცია Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი - გავრცელებული ინფორმაციით, დუროვი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯები Telegram-ის კრიმინალური გამოყენების შესაჩერებლად - ამის შესახებ BBC წერს.

BFMTV-ის ცნობით, 39 წლის დუროვი იძებნებოდა საფრანგეთში გაცემული ორდერის საფუძველზე, Telegram-ზე ზომიერების არარსებობის გამო, რამაც გამოიწვია აპლიკაციის გამოყენება ფულის გასათეთრებლად, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვისა და პედოფილური შინაარსის მასალის გასაზიარებლად.

შეგახსენებთ, Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.
პაველ დუროვი რუსეთშია დაბადებული, თუმცა დუბაიში ცხოვრობს - მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები