23 ივნისი 2026,   22:52
ვრცლად
ტაილანდის პოპულარულ კურორტზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 13 პირი დაიღუპა, მათ შორის, ორი რუსი ტურისტია

ტაილანდში, პოპულარულ კურორტ ფუკეტზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 13 პირი დაიღუპა, მათ შორის, ორი რუსი ტურისტია - ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

რუსების გარდა, დაღუპულებს შორის 9 მიანმარიდან ჩასული მიგრანტი მუშაო იყო, 2 კი ტაილანდელია.

გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა და 209 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტაილანდში, ძლიერი წვიმების შედეგად, კუნძულ ფუკეტზე, პოპულარულ ტურისტულ ზონაში მეწყერი ჩამოწვა.

დღის ამბები