აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო 37 წლის ტენესელ მამაკაცზე საქმე აღიძრა - ინფორმააციას ABC NEWS ავრცელებს.
გამოცემა ეყრდნობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომ კაილ ალტონ ჰოლს ბრალი მოქმედი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ მუქარის მუხლით წარედგინა. დაკავებულს თითოეულ ბრალდებაზე 5-5 წლით პატიმრობა ელოდება.
მუქარას, ბრალდებული, სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებდა.
დაკავებული ბაიდენის მიმართ დაწერილ კომენტარებში იყენებდა სიტყვებს "მოკვლა, სროლა, თვითმფრინავის ჩამოგდება“. ის ასევე მკვლელობით ემუქრებოდა ჰარისსა და ობამას.