24 ივნისი 2026,   17:54
ვრცლად
ბოტსვანაში მაღაროელებმა გიგანტური ალმასი აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით დოლარი ღირს

ბოტსვანაში, მაღაროელებმა ალმასის ქვა აღმოაჩინეს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა. მისი წონა 2492 კარატს შეადგენს და ასობით მილიონი დოლარი ღირს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

უნიკალური ალმასის ქვა ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით აღმოაჩინეს, რომელიც, ძვირფასი ქვების საძებნელად, რენტგენის სხივს იყენებს.

ძვირფასი ქვა, რომელიც კანადურმა სამთო ფირმა Lucara-მ აღმოაჩინა, ბოლო 120 წლის განმავლობაში ნაპოვნი ყველაზე დიდი ბრილიანტია Cullinan Diamond-ის სახელით ცნობილი ქვის შემდეგ.

პირველი გიგანტური ალმასი 3106 კარატს შეადგენდა და ის სამხრეთ აფრიკაში, 1905 წელს აღმოაჩინეს. მისგან 9 ცალკეული ბრილიანტი მოიჭრა, რომელთაგან ბევრი ახლა ბრიტანეთის სამეფოს საგანძურის ნაწილია.

დღის ამბები