24 ივნისი 2026,   19:05
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: სირიაში ლიკვიდირებულია "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის ლიდერი

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში განხორციელებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ლიდერი და მეთაური, ალი ჰუსეინ ალ-ულაივი.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია აშშ-ის მიმდინარე ანტიტერორისტული ძალისხმევის ნაწილია და მიზნად ისახავს იმ ტერორისტების გამოვლენასა და განადგურებას, რომლებიც საზღვარგარეთ ამერიკის მოქალაქეებზე და ასევე უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე თავდასხმებს გეგმავენ.






ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები