24 ივნისი 2026,   22:13
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა - თამარ ხვედელიანის შეურაცხყოფის გამო მოქალაქე პაატა შაქარაშვილი 3 000 ლარით დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღეს განიხილეს საქმე, რომელიც პარტია გახარია საქართველოსთვის წევრ თამარ ხვედელიანის შეურაცხყოფას ეხება.
ხვედელიანს უცენზურო სიტყვებით სოციალურ ქსელში მოქალაქე პაატა შაქარაშვილმა მიმართა.
შაქარაშვილი მოსამართლემ კანონდამრღვევად ცნო და 3 000 ჯარიმა დააკისრა.

"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოქალაქე პაატა შაქარაშვილის მიმართ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" განთავსებული პოსტის ქვეშ, საქართველოს პარლამენტის წევრ, ქალბატონ თამარ ხვედელიანს. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება. დაიდენტიფიცირდა სავარაუდო სამართალდარღვევა და აღნიშნული საქმის მასალები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად გადაიგზავნა სასამართლოში. როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს დღევანდელი დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით", - განაცხადა შსს იურისტმა ანი კაკიაშვილმა.

დღის ამბები