თავდასხმის შემდეგ, დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა. ჩრდილოეთ კაროლინაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული, მიმდებარე შენობების სახურავებზე კი სნაიპერები იმყოფებოდნენ.
მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია ტყუილსა და არაეფექტურ მმართველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"ჰარისისა და ბაიდენის ადმინისტრაცია დასაქმებულების შესახებ სტატისტიკის თაღლითურ მანიპულაციაშია შემჩნეული. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ეკონომიკური კრახის ნამდვილი მასშტაბები დამალონ, რაც მათი მმართველობის შედეგად ამერიკას დაატყდა. დასაქმებულთა სტატისტიკის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ციფრები გაბერა. მითითებული 818 000 სამუშაო ადგილი არ არსებობს. უნდათ, წარმოაჩინონ, რომ ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ," - განაცხადა ტრამპმა.