სპორტის მინისტრმა კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. შალვა გოგოლაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებსა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.