23 ივნისი 2026,   10:42
ვრცლად
სახელმწიფო ადგენს ისეთ განაწესებს, რომელიც წაადგება საზოგადოებას ნაკლები ჯარიმების გადახდის კუთხით, ასევე არ დაკარგავს პრევენციულ მნიშვნელობას - დავით მათიკაშვილი ჯარიმების შემცირებაზე

პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირას მიიღებს.

ახალი წესით, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება, 100 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. 40-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება კი - 300 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდება. უცვლელი რჩება მკაცრი სანქცია 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბებისთვის. რეფორმა კვირის ბოლომდე დამტკიცდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არ შემცირებულა, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება მეტად წაადგება საზოგადოებას შემცირებული ჯარიმების გადახდის კუთხით.

"ვხედავთ, რომ გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა არ მცირდება. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ერევა ასეთ მოცემულობაში და ადგენს ისეთ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც მეტად წაადგება საზოგადოებას, როგორც ნაკლები ჯარიმების გადახდის კუთხით, ასევე არ დაკარგავს პრევენციულ მნიშვნელობას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები