ბელგიის ხელისუფლებამ თალიბანის დელეგაციის წევრებს ქვეყანაში შესვლისთვის ვიზები მისცა.
"როიტერის" ცნობით, დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება და ამგვარად თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების ევროკავშირი მოძრაობის წევრებს პირველად მასპინძლობს.
ინიციატივამ უფლებადამცველების მწვავე კრიტიკა გამოიწვია; ორგანიზაციების შეფასებით, თალიბანთან დიალოგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის ავღანელ მოქალაქეებს.
ევროკომისია განმარტავს, რომ შეხვედრა არ გულისხმობს რეჟიმის დიპლომატიურ აღიარებას.
შეგახსენებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის ქალთა განათლებისა და დასაქმების აკრძალვა, მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ავღანელების მიერ ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა.