The Wall Street Journal-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინა "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებას გეგმავდა. რუსული გაზსადენის აფეთქების გეგმასთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც დაგეგმილი ოპერაციის შესახებ ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ შეიტყო, უკრაინის პრეზიდენტი ოპერაციის ჩაშლას ცდილობდა.
საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთა. მიხეილ პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსული გაზსადენის შესაძლო აფეთქების უკან მხოლოდ რუსეთი დგას.