ოჰაიოში, პოლიციელს ფეხმძიმე ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
21 წლის ქალი, გარდაცვალების დროს დაახლოებით 25 კვირის ორსული იყო. პოლიციელის სროლის შედეგად მისი ნაყოფიც დაიღუპა.
პოლიცია ცდილობდა შეეჩერებინა ქალბატონი, როდესაც ის მანქანით გაქცევას ცდილობდა, რათა დაეკითხათ მაღაზიის სავარაუდო ქურდობის შესახებ.
ქალბატონი იანგი ეჭვმიტანილი იყო სასურსათო მაღაზიიდან ალკოჰოლის ქურდობის გამო.
როგორც პოლიციელის ადვოკატები ამბობენ, რომ მან თავდაცვის მიზნით გაისროლა, რადგან ქალი მას გაქცევის დროს, მანქანით დაეჯახა.
ქალბატონი იანგი ორი ბიჭის დედა იყო, ნოემბერში კი მას მესამე შვილი უნდა გაეჩინა.