23 ივნისი 2026,   20:36
ვრცლად
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი იყო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი იყო. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ომის პირველივე დღიდან უკრაინის, ევროპის და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს.

უკრაინა გაეროს ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ოკუპანტ სახელმწიფოში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ საბრძოლო დრონით იერიშის შედეგად გაუჩნდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, რადიაციული ფონი კი ნორმაშია. რუსეთში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ ატომურ სადგურზე, ხანძრის გაჩენამდე, ექსპერტებმა სადგურზე აფეთქებების ხმა დააფიქსირეს.

დღის ამბები