ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს.
"გუშინ ღამით, მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა "ალ-შაბაბმა" აიღო, ევროკავშირი მკაცრად გმობს.
ევროკავშირი სომალის მთავრობისა და სომალელი ხალხის გვერდით დგას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სომალის მიმართ ერთგულებას ადასტურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ალ-შაბაბმა" აიღო.