წავკისის, კიკეთის, კოჯორის, წყნეთის, ბეთანიის, ახალდაბის, კვესეთისა და სამადლოს მოსახლეობას, ხვალ დილის 7 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა, ახლა კი, გადაერთების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.