24 ივნისი 2026,   13:44
ვრცლად
რუსულ მხარეს დაუბრუნდნენ ჰაკერები, აგენტები, მკვლელობაში ბრალდებულები და სამუდამო პატიმრობა მისჯილები, პატიმრებს შორის მორალური ასიმეტრია - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი

პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ - რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს. მათგან 16 შტატებში, 8 კი რუსეთში დაბრუნდა. აეროპორტებში პატიმრებს, როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, პირადად პრეზიდენტები დახვდნენ.

როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოტი ფრიე აცხადებს, გაცვლის შედეგად, რუსულ მხარეს დაუბრუნდნენ ჰაკერები, აგენტები, მკვლელობაში ბრალდებულები და სამუდამო პატიმრობა მისჯილები. მეორე მხარეს კი, ძირითადად, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ომის წინააღმდეგი აქტივისტები არიან:

"პატიმრებს შორის საგრძნობია მორალური ასიმეტრია. რუსულ მხარეს დაუბრუნდნენ ჰაკერები, აგენტები, მკვლელობაში ბრალდებულები და სამუდამო პატიმრობა მისჯილები. მეორე მხარეს კი, ძირითადად, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ომის წინააღმდეგი აქტივისტები არიან. ვფიქრობ პუტინს სურდა ეს შეთანხმება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე განეხორციელებინა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტად ტრამპს ამჯობინებს, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ტრამპი მას გაცილებით მეტს ჰპირდებოდა, ვიდრე აძლევდა. ამავდროულად, ეს შეთანხმება აძლიერებს დასავლეთის იმ ნაწილს, რომელიც უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უჭერენ მხარს,"- აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოტი ფრიე.

პოლიტოლოგი ბორის პასტუხოვი კი საკითხში იდუმალებას ხედვას: 

"ამ საკითხში ორი იდუმალებაა. რატომ ამ მასშტაბის გაცვლა და რატომ ახლა. ეს უკანასკნელი უფრო დიდი შეკითხვაა. ლოგიკურად ისინი ახალ ადმინისტრაციას უნდა დალოდებოდნენ. ორი ახსნაა: მათ სურდათ ამით ვინმეს მხარდაჭერა, თუმცაღა კამალაჰარისი ნაკლებად მგონია. საინტერესო იქნებოდა იმის ხილვა, რომ დონალდ ტრამპი ყოფილიყო ამ გაცვლის შუამავალი და სწორედ მას მოეხერხებინა პუტინის ამაში დარწმუნება. ეს ხომ მისი მხარდაჭერისთვის სასიამოვნო ჟესტი იქნებოდა,"- აღნიშნავს პოლიტოლოგი ბორის პასტუხოვი.

დღის ამბები