ჰამასის“ სამხედრო მეთაური მუჰამედ დეიფი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დეიფი 13 ივლისს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა.
ტერორისტული ორგანიზაცია ""ჰამასი"" ინფორმაციას არ ადასტურებს. მუჰამედ დეიფი 2023 წლის შვიდი ოქტომბრის ტერაქტის ერთ ერთი ორგანიზატორი იყო. როგორც ცნობილია, დეიფი აქტიურად მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიწისქვეშა გვირაბების მოწყობაში, ტერორისტული აქტების მომზადებასა და განხორციელებაში.
სხვადასხვა დროს მოსადმა მისი ლიკვიდაცია სამჯერ სცადა. მოჰამედ დეიფის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელმა ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც 31 ივლისს თეირანში "ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მაილ ჰანიეს და ბეირუთში "ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის ფაუდ შუქრის ლიკვიდაცია განახორციელა.